ასე გამოიყურება მანქანა, რომელსაც დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ შინდისში ავარია შეემთხვა. შემთხვევა სოფლის შესასვლელში
მოხდა.
ავტომანქანაში 5 ფეხბურთელი იმყოფებოდა. ისინი სოფელ ფხვენისიდან
(შინდისის მეზობელი სოფელი) არიან და ზონალურ საფეხბურთო ტურნირზე
სათამაშოდ მიდიოდნენ.
დაშავებულთაგან გორის ჰოსპიტალში 4 მოზარდი რჩება. მათგან ერთ-ერთს,
ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო, ოპერაცია უკეთდება.
სტატიის გამოყენების პირობები