ახალი ამბები
დასავლეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო, ხაშურის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. მძღოლმა კვამლი მანქანის მოძრაობისას შეამჩნია. ცეცხლი ძრავასთან გაჩნდა.

ძრავთან კვამლის გაჩენისთანავე მან სატრანსპორტო საშუალება გააჩერა და მგზავრებს მისი დატოვება მოსთხოვა.

შს სამინისტროს ცნობით, ჩატარდა მხოლოდ მოკვლევა. მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები