ახალი ამბები
ნათია როსტიაშვილის ნოველებს ყველაზე მეტად გორში კითხულობენ
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში ნათია როსტიაშვილმა წიგნის ,,სუნთქვის შემგროვებელი" პრეზენტაცია გამართა.

მისი თქმით ,,სუნთქვის შემგროვებლის"იდეა სრულიად შემთხვევით გაუჩნდა, როდესაც ცუდ ხასიათზე მყოფს შვილმა ბუშტების გაბერვა სთხოვა.

აღნიშნა, რომ წერა ნებისმიერ დროს და ადგილას შეუძლია, ამიტომაც არ აქვს სამუშაო მაგიდა. მწერალმა ,,სუნთქვის შემგროვებლის" შექმნის ისტორიის გარდა ზოგადად ნოველების შექმნის პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართლში ყველაზე მეტი მკითხველი აღმოაჩინა.

,,ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი შეხვედრა შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ,,სუნთქვის შემგროვებელს" საქართველოს თითქმის ყველა კუთხე გვაქვს მოვლილი ყველაზე მეტი მკითხველი აღმოჩნდა, რომ ქართლში და გორში მყოლია. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა გორელებს". - ამბობს ნათია როსტიაშვილი.

მწერალმა იმედი გამოთქვა, რომ გორელ მკითხველს კიდევ შეხვდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები