ახალი ამბები
გორში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს
გორში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სახელმწიფო მინისტრის წამომადგენელთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე ისაუბრეს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად პრევენციული ზომები შესთავაზეს.
,, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლებს გვაქვს მოპოვებული ინფორმაცია გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის შესახებ. სწორედ დღევანდელ შეხბვედრაზე მოხდა ამ ინფორმაციების გაცვლა, რის შემდეგაც გამოიკვეთა თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას სახელმწიფომ ამ მიმართულებით.’’ - განაცხადა ,,ადამიანთა უფლებატა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა.

გორის მერის თქმით ადგილობრივი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ.
,,ასეთ სოფლებში უფასოდ გაგვყვავს გაზი, დავამონტაჟეთ განათება. თითქმის ყველა სოფელში დაგეგმილი გვაქვს გზების რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ყველაფერს უცებ ვერ გააკეთებ,რაღაცეები დარჩენილი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ხალხს ცხოვრება გავუადვილოთ’’. - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის თქმით კი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების მოსახლეობას აწუხებს.
,,უკვე წლებია მუშაობს სახელმწიფო კომისია. საკმაოდ ბევრი პრობლემა გადაიჭრა. იგივე გაზიფიცირება, სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგება, გათბობის ვაუჩერები, უმაღლესი განათლების დაფინანსება და სხვა. რა თქმა უნდა კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. შეხვედრაზე დასმულ საკითხებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, როგორც უწყებათაშორისი კომისიის , ასევე, ჩვენი სამინისტროს მუშაობაში’’. - განაცახადა სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლმა ზვიად ზვიადაძემ.
შეხვედრა პროექტ - ,,იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი’’-ს ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს ფონდის - ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ მიერ .


Print

სტატიის გამოყენების პირობები