ახალი ამბები
ხაშურში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად.

მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიურზე გადავიდა, შემდეგ ხეს შეეჯახა, ბოლოს კი, ბეტონის კედელთან დაასრულა მოძრაობა

ავტომანქანაში სულ სამი ადამიანი, ერთმანეთის ნათესავები იმყოფებოდნენ. ორი მათგანი ხაშურის საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები