ახალი ამბები
გორში სტალინისტები ძეგლის აღდგენის მოთხოვნებით პროტესტს აგრძელებენ
საბჭოთა ბელადის, სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნით, გორში, მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქციები გრძელება.

სტალინისტები ამჯერად დიქტატორის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ. წითელი დროშით, რომელზეც გამოსახულია სტალინის გამოსახულება, ისინი ტურისტების ყურადღებას იქცევენ.

სტალინური ორგანიზაციის წევრთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ძეგლი მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა დაიდგას, მეორე ნაწილის აზრით, ძეგლი პირვანდელ მდგომარეობაში, მთავარ მოედანზე უნდა დააბრუნონ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოს სხომებზე ამ თემაზე საკითხის შესწავლას არ აპირებენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები