ახალი ამბები
მსხვერპლით დასრულდა ავარია გორის რაიონის სოფელ შინდისში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 45 წლამდე ასაკის მამაკაცი სოფელ შინდისში. გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

მძიმედ დაშავდა მეორე მამაკაცი, რომელიც გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია ადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები