ახალი ამბები
ავტობანზე აღაიანთან ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლესელიძე-სენაკი-თბილისის ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 20 სთ-ზე მოხდა. სააღდგომო დღესასწაულების გამო მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა გადატვირთულია. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები