ახალი ამბები
გორში ოქონობას აღნიშნავენ
დღეს, მართლმადიდებლური ეკლესიის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ქალაქ გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება.

ოქონის მშენებარე ეკლესიაში, გორისა და ატენის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ გაიმართა მსვლელობა ქალაქის დალოცვის მიზნით.

ოქონობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრებიან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა.

დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები