ახალი ამბები
ავარიის შედეგად დაშავებული 2 პაციენტი გორის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ავტოსაგზაო შეემთხვევების შედეგად გორის საავადმყოფოში ორი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში რჩება. ერთი მათგანი 21-წლის გოგონაა, მეორე კი, - 45-წლამდე ასაკის მამაკაცი.

ისინი ტყვიავსა და შინდისში მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაშავებულია კიდევ 7 ადამიანი, რომელთა ჯანმრთებლობის მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულების ცნობით, დამაკმაყოფილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი მამაკაცი სოფელ შინდისში დაიღუპა, მეორეს კი, 70-წლის კაცს სოფელ წითელუბანში, მანქანა დაეჯახა. წითელუბნის შემთხვევა აღდგომას მოხდა, დანარჩენი კი, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს.

რაც შეეხება ცენტრალურ ავტომაგისტრალს, იქ, სოფელ აღაიანთან, ერთმანეთს 5 ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულებს პირველი სამედიცინო დახმარება კასპის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

ფოტოზე: ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები