ახალი ამბები
,,ძლიერი გორი" ლომჭაბუკის სკვერისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვს
გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ძლიერი გორის" წევრები ახალი ინიციატივით გამოდიან. ისინი ლომჭაბუკის სკვერისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვენ.

ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ბექა ქორჩილავამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. ფრაქციაში ,,ენმ"-ს ორი წევრი - ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე, მესამე წევრი კი, ,,ევროპული შენების" ყოფილი წევრი და ამჟამად ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი კახა ბურჯანაძეა გაწევრიანებული.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შევდივარ ინიციატივით, რომ ლომჭაბუკის მიმდებარედ უსახელო სკვერს ეწოდოს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტის ეროვნულ განმათავისუფლებებლი მოძრაობის ლიდერის, ღირსეული პატრიოტი მამულიშვილის საზოგადო მოღვაწის ზვიად გამსახურიდიას სახელი. ცოტახნის წინ მივმართეთ ბატონ კოტეს ინიციატივით, რომ მოეძიებინა ქუჩა ან სკვერი და მიენიჭებინათ სახელი, მაგრამ ყური არ შეიბერტყეს არავინ. რადგან ვერ შეძლეს და არ შესწევთ ძალა ამ ადამიანებს, რომ საქმე გააკეთონ ჩვენ გამზადებული მივაწოდეთ. ინიციატივა საკრებულოში უკვე დარეგისტრირებულია. იმედია პარტიული დირექტივებით არ იხელმძღვანელებს ქართული ოცნება და უსახელო სკვერს მიანიჭებს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს." - აღნიშნავს ბექა ქორჩილავა.

რაზ შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელს, გორის თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრი ნუგზარ მაჭავარიანი ითხოვს, რომ გამსახურდიას სახელი ცხინვალის გზატკეცილს მიენიჭოს.

განმარტება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში აღნიშნული იყო, რომ კახა ბურჯანაძე ,,ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია. უნდა იყოს ფრაქცია ,,ევროპული შენების" ყოფილი წევრი

იხ. ამავე თემაზე

გორის სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ცხინვალის გზატკეცილისთვის გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვს
Print

სტატიის გამოყენების პირობები