ახალი ამბები
ანონსი: ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გორში გაიმართება
1 მაისს, გორში, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, შემდეგ კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.

ამის შესახებ qartli.ge-ს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. პრესკონფერენცია გორში, სასტუმრო ,,ლაქში" 12 საათზე ჩატარდება. თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ასევე, კობა გვენეტაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა და ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მაკროეკონომიკური მიმოხილვას გააცნობს და მათ შეკითხვებსაც უპასუხებს.

"ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეგიონებში გამართვას. ვფიქრობთ, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მათ ჩვენგან ზუსტი ინფორმაცია ექნებათ მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოში, აჭარასა და ქვემო ქართლში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები