ახალი ამბები
გორიდან თბილისში აღდგომის შემდეგ დაბრუნებულ მგზავრებს ორმაგი ფასი გადაახდევინეს
,,ეხლა ვზივარ და მეფიქრება იმ ადამიანებზე, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში უპასუხო კითხვებით იდგნენ აუტანელ მზის ქვეშ" - წერს სოციალურ ქსელში გორის მე-12 სკოლის პედაგოგი. ის დღეს გორიდან თბილისში მიკროავტობუსით აპირებდა წასვლას, თუმცა იძულებული გახდა ტაქსით წასულიყო.

პედაგოგი ყურადღებას იმ სიტუაციაზე ამახვილებს, რომელიც მას ავტოსადგურში მასსა და თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს შეემთხვათ.

,,ორი სიტყვა მინდა დავწერო დიდი გულისტკივილით. შესაძლოა, ლამაზად დაწერილი არ გამომივიდეს, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ მომხდარმა ფაქტმა შეცვალა მთლიანად ჩემი განწყობა და დამოკიდებულება იმ ერის მიმართ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. თბილისისკენ მოვდიოდი, მივედი ავტოსადგურში. მოქალაქეების უსასრულო რიგი დამხვდა. მიკროავტობუსები არ ყავდათ. მოქალაქეებს შუაგულ მზეზე უწევდათ ყოფნა. ვიკითხე, ტრანსპორტი რამდენ ხანში მოვა-მეთქი? პასუხი არ ქონდათ. დავრეკე ტაქსების ოფისში. არც ერთი ტაქსი იყო თავისუფალი. რამდენიმე წამში უცბად გაჩნდნენ ქართველი ვაჟკაცი ,,ბიზნესმენები,,რომელთაც ერთ დღეში მოუნდათ გამდიდრება და ორმაგი ფასები დაადეს მგზავრობას" - აღნიშნავს პედაგოგი.

მისი ინფორმაციით, ზოგმა წასვლა შეძლო, ზოგმა - ვერა.

,,ამას თავისი მიზეზები ქონდა ალბათ" - განმარტავს პედაგოგი - ,, ორმაგი თანხის გადახდა ადვილი არაა. მით უფრო, როცა ოჯახის ორი-სამი წევრი მგზავრობს ერთად. გული მტკივა ქართველებო ერთ დღეში არ შეიძლება გამდიდრდეთ, მაგრამ ერთ წუთში შეიძლება გაღატაკდეთ - ღირსება და ადამიანობა დაკარგო" - წერს პედაგოგი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები