ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგია არ მიეწოდებათ
დღეს დილიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ სააგენტო ,,რესი" იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარია ელექტროგადამცემ ხაზზე, ჯავის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის ენერგორესურსების სამსახურის უფროსი ალან გაბარაევის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ კერას ეძებენ.

110 კვ.ტ-იანი გადამცემი ხაზით ელექტროენერგიას ცხინვალის რეგიონი რუსეთიდან იღებს. ,,რესი" აცხადებს, რომ ეს გადამცემი ხაზი დენის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ,,ავარიების, ქარის, სტიქიური მოვლენების დროს რესპუბლიკა ხშირად დენის გარეშე რჩება" - იუწყება ,,რესი"
Print

სტატიის გამოყენების პირობები