ახალი ამბები
გორში წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს
2019 წლის 30 აპრილს გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები.

წარჩინებულ 179 მოსწავლეს შორის ვერცხლის მედალი 23 მოსწავლეს, ხოლო 156 ოქროს მედალი ერგო.

ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, ნანა ტერმაკოზაშვილთან ერთად, კურსდამთავრებულებს მიულოცეს და მედლები გადასცეს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები