ახალი ამბები
გორში პოლიციამ მანქანა გააჩერა, სადაც შსს-ს ცნობით ნასვამი ახალგაზრდები ისხდნენ
გორში, სტალინის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ეკიპაჟის წევრების განცხადებით, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

მოქალაქესა და პატრულის თანამშრომლებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ეკიპაჟის წევრებმა მძღოლის მიმართ საჯარიმო ქვითრის გამოწერა დაიწყეს და ითხოვდნენ საჯარიმოზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას.

პოლიციის მტკიცებით, მძღოლის მეგობარმა, ამის გამო, მათ წინააღმდეგობას უწევდა. დეტალებს ქარტლი.გე შსს-ს პრეს-ცენტრში არკვევს. დაკავების დეტალები კი, მოქალაქემ მობილურით გადაიღო. ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები