ახალი ამბები
საფლავზე მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის ძმა დააკავეს
კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში საფლავთკურთხევის დღეს მოხდა.

სასაფლაოზე დასა და ძმას შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დამ პოლიციას შეატყობინა. მამაკაცი კი, დააკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ ინციდენტის პროვოცირება დამ მოახდინა და არავითარი დაზიანება მისთვის ძმას არ მიუყენებია. მისი განცხადებით, დას ძმის დაკავების მოტივი ამოძრავებდა. ძმა თბილისში ცხოვრობს, და კი, - სოფელში.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა) მიმდინარეობს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები