ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის პროექტში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შედის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის, პროექტში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შედის. ამის შესახებ ინფორმაციას აგროჟურნალისტთა რესურსცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად კი, მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად, მინიმალური ფართობი 0,5 ჰა იქნება.

მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%-იან, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50%-იან დახმარებას.

ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის ფერმერი მიიღებს ნერგების ღირებულების 80%-იან, ხოლო სარწყავი სისტემების ღირებულების 60% დაფინანსებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები