ახალი ამბები
ნიქოზში რაგბის გუნდი ჩამოყალიბდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში 40-მდე მოზარდი რაგბის გუნდში გაწევრიანდა. გუნდს ხელმძღვანელობს სარაგბო კლუბ ,,ჯიქის" წევრი დავით ჭეჭვაძე.

,,ჯიქის" წარმომადგელის ცნობით, ნიქოზის გუნდი სულ ორი კვირის წინ შეიქმნა. დღეს კი, ვაჟებთან ერთად, სტადიონზე სავარჯიშოდ გოგონებიც მივიდნენ.

,,იმისათვის, რომ ბავშვმა რაგბი და მისი ღირებულებები აითვისოს, საწყისი ეტაპისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. სტადიონზე არის ბალახი, გვაქვს ბურთი და ინვენტარი. გუნდი ჩამოყალიბდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სარაგბო კავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს, ვინც ამ სპორტითაა დაინტერესებული, ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ." - აცხადებს ,,ჯიქის" წარმომადგენელი.

ნიქოზის გუნდში ვარჯიშობენ, ასევე, მეზობელ სოფლებში მცხოვრები მოზარდები. ახალი გუნდის წევრები საფესტივალო თამაშებისთვის ემზადებიან, სადაც ძირითადად 14-წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობენ. კლუბის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საფესტივალო თამაშების დაწყებას, ახალი გუნდი შესაბამისად მომზადებული შეხვდება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები