ახალი ამბები
3 თვეში გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან ნახევარმილიონ ლარზე მეტი შევიდა
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველ კვარტალში გეგმას 2-ჯერ გადააჭარბა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საკრებულოდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, მერიამ პირველი კვარტლის ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფაქტი ამ მუხლით შესული თანხების ოდენობაა:

,,პირველ კვარტალში შემოსულია 661,7 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 319,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 207,4%. დამატებით შემოსულია 342,7 ათ. ლარი." - აღნიშნულია მერის ანგარიშში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები