ახალი ამბები
მეჯვრისხევში ახალი სტადიონი გახსნეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალი სტადიონი გახსნეს. გახსნის ცერემონიაზე სპეციალური მატჩი გამართეს, სადაც ვეტერანი ფეხბურთელები ხელისუფლების წარმომადგენლების გუნდის წევრებს ხვდებიან.

სტადიონი საფეხბურთო კლუბ ,,გორს" გადასცეს. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, შეიცვალა მინდვრის საფარი, სკამები (100 ადამიანზე), ღობეები და ა.შ.



,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ თხოვნით, რათა განეხილა პროექტის "ფეხბურთი ყველას" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სტადიონის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის საკითხი. ფედერაცია სიამოვნებით დაგვთანხმდა, ჩამოვიდნენ მათი წარმომადგენლები, შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა, ვიმსჯელეთ ტექნიკურ დეტალებზე და სამუშაოც უკვე დამთავრდა. გაკეთდა და შემოიღობება მინდორი, სათადარიგო ფეხბურთელთათვის სკამები, მარტივი ტიპის ტაბლო." - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ისიანმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები