ახალი ამბები
გორი მერია C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს ერთჯერად კვლევაში დაეხმარება
გორი მერია C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს ერთჯერად კვლევაში დაეხმარება. ამის შესახებ განკარგულების პროექტი საკრებულოს წევრებს წარუდგინეს.

ცვლილების მიხედვით, ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსების მოთხოვნა ნებისმიერ ბენეფიციარს შეუძლია. მანამდე არსებული წესით, ამ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ს შეადგენდა.

სოციალური დახმარების წესის შესაბამისი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

,,ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების, ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით."

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები