ახალი ამბები
ავარია იგოეთთან და ნაწრეტთან
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარი ავტომაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე კიდევ ორი ავარია მოხდა.

იგოეთთან მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა და დაღმართზე გადაყირავდა. გადავარდნილი მანქანის ამოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ქალი და მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა მოცურდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (შემთხვევა, რომელმაც 2 ან მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.



მეორე ავარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტთან, მოხდა, რომელიც ასევე, დასავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას შეემთხვა. ,,მინივენი" რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. მძღოლს შსს-ს ცნობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვიღ, 125-ე მუხლის მეათე ნაწილით შეუდგინეს საჯარიმო ოქმი.






აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს დილით კიდევ ერთი ავარია მოხდა.

ავარია შავშვებთან
Print

სტატიის გამოყენების პირობები