ახალი ამბები
გორის ვიცე-მერის საოჯახო ბიზნესს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ
გორში, წმინდაწყალზე მიმდინარე მშენებლობაში ფრაქცია ,,ძლიერი გორის" წევრები კორუფციულ ნიშნებს ხედავენ. ამის შესახებ ფრაქციის წევრი ვასილისა ჯაბახიძე 9 მაისის სხდომაზე ისაუბრებს.

9 მაისს საკრებულოს სხდომაზე იმჯელებენ, თვითმმართველობის კუთვნილ მიწაზე კომერციული ფართის ასაშენებლად, გაუგრძელდეს თუ არა ხელშეკრულების ვადა ბიზნესმენ ნინო ელიჯარაშვილს. ნინო ელიჯარაშვილი გორის ვიცე-მერის ერასტი ელიჯარაშვილის დაა.

წმინდაწყალზე დაწყებული მშენებლობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა გასულ კვირას მოამზადა. სტატიის მიხედვით, მწვანე ზოლზე ხეები გაიჩეხა, ხოლო მიწა აღნაგობის უფლებით, გადაეცა მოქალაქე ინა მაისურაძეს. ინა მაისურაძემ 2018 წელს ეს მიწა, თავისი ვალდებულებებით, გადასცა ნინო ელიჯარაშვილს.

იხ. დეტალურად:

რა აკავშირებს მწვანე ზოლზე დაწყებულ მშენებლობასთან გორის ვიცე-მერს
Print

სტატიის გამოყენების პირობები