ახალი ამბები
სილქნეტმა ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა [R]
ბოლო პერიოდში, სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილურ ქსელის მიმართულებით, მასშტაბური მოდერნიზაციის სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, 4.5G ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა
მომსახურების ხარისხი.

მათ შორის, შიდა ქართლში ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები, რომლის მიზანი იყო რეგიონში არსებული მეოთხე თაობის ქსელის გაძლიერება 4.5G ქსელით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მომხმარებელი ადრე ვერ სარგებლობდა მეოთხე თაობის ინტერნეტით, აღნიშნული ტექნოლოგიის დაინერგა.

12 ქალაქში, სოფელსა და დასახლებულ პუნქტში დაინერგა 4.5G ქსელი, სადაც მანამდე ვერ სარგებლობდნენ აბონენტები მეოთხე თაობის ინტერნეტით: ქარელი, კასპი-ახალქალაქი, აგარა, აღაიანი, ბერბუკი, გომი, ფერმა, რუისი, საღოლაშენი, შავშვები, ტინისხიდი, წეროვანი.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეოთხე თაობის ქსელი გორში, ხაშურსა და სურამში.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მომხმარებელი მიიღებს გაცილებით სტაბილურ სიგნალს და ბევრად უფრო მაღალ სიჩქარიან ინტერნეტს. გაძლიერებული 4.5G ქსელის პირობებში ჯეოსელის აბონენტები, დაახლოებით, 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით
შეძლებენ სარგებლობას.

კომპანია კვლავაც გააგრძელებს თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, რათა საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს თავის აბონენტებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები