ახალი ამბები
9 მაისს დე-ფაქტო რესპუბლიკა ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნის მიზნით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესუბლიკა ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, პირობითი საზღვარი 8 მაისს საღამოს 20 საათზე დაიკეტება და გაიხსნება 10 მაისს დილით 10 საათზე.

,,აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება" - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.

პირობით საზღვართან განლაგებულ საგუშაოგებით იმ სოფლების მცხოვრები სარგებლობენ, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან და საქართველოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეუძლიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები