ახალი ამბები
ხაშურში 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა
ხაშურში 6-თვის ბავშვი გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულების ცნობით, საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

შსს-მ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოჯახში 6 მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდა. 6-თვის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, დედ-მამას კიდევ 5 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები არასათანადო პირობებში იზრდებოდნენ. რა ინფორმაციას ფლობენ ოჯახის შესახებ სოციალური მუშაკები, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შეეცდება გაარკვიოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები