ახალი ამბები
წინაგარელებმა წითელუბნელებს საქონელი დაუბრუნეს
საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა სოფლის ნახირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს დილით გადარეკეს, რამდენიმე წუთში კი დააბრუნეს, ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერის წარმომადეგნელმა სოფელ წითელუბანში რიონ ადიკაშვილი დაუდასტურა.

„დაახლოებით 20 სულ საქონელს ორი მწყემსი საოკუპაზიო ზოლის მიმდებარედ აძოვებდა, რა დროსაც პირუტყვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა თუ გადარეკეს არ ვიცი. დანაკარგი არ არის, ოკუპანტებმა ძროხები უკან დააბრუნეს“ - ამბობს ქართლი.გე-სთან როინ ადიკაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები