ახალი ამბები
აპრილში ე.წ. საზღვართან დე-ფაქტო მთავრობამ 63 პირი დააკავა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, 2019 წლის აპრილში, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

უშიშროების კომიტეტის ცნობით, ეს ციფრი, გასული თვის, მარტის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია. კერძოდ, მარტის თვეში დაკავებულია 46 პირი.

უფრო კონკრეტულად, აპრილში, დაკავებული 63 პირიდან 25 მოქალაქე უშუალოდ საზღვრის გადაკვეთისთვის, ხოლო 38 პირი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის მუხლით დააკავეს.

დაკავებულთაგან 42 ადამიანი დააჯარიმეს, 2-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით გაათავისუფლეს, 4 კი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. 14 პირს გაფრთხილება, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გამოძიება 3 პირის მიმართ გრძელდება.

საერთო ჯამში, დამრღვევებმა ჯარიმა 205 ათასი რუბლის ოდენობით გადაიხადეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები