ახალი ამბები
დასუფთავების აქცია გორიჯვარზე
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქცია გიორგობის დღესასწაულზე ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, რომლის ინიციატივით სტუდენტებს ვალდებულება აქვთ აღებული, რომ სისტემატიურად დაასუფთაონ გორიჯვრის ე.წ. კაკლების ტერიტორია.

პროექტის სახელწოდებაა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" . იგი დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ახორციელებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები