ახალი ამბები
ხაშურში 47 წვევამდელმა გირჩის მოწმობა წარადგინა
ხაშურში 630 წვევამდელიდან 47-მა ახალგაზრდამ ,,გირჩის" მოწმობა წარადგინა. ამის გამო, რელიგიური ორგანიზაციის წევრები სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

გირჩის წევრებმა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება.

,,ბიბლიური თავისუფლების" წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როგორც სასულიერო პირებს უფლება აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარი თქვან.

"630 კაციდან სავალდებულო სამსახურში 50 წვევამდელი აუცილებლად უნდა წავიდეს, ესენი გადანაწილდებიან როგორც თავდაცვის,ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში. ამ დროსითვის გირჩის მოწმობა 47-მა ახალწვეულმა წარმოადგინა" - განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ხაშურის მუნიციპალიტეტის კომისარმა მიხეილ ბარბაქაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები