ახალი ამბები
საბრძოლო დიდების მუზეუმი გორში (VIDEO)
გორისა საბრძოლო დიდების მუზეუმი გაიხსნა 1968 წლის 9 მაისს საზოგადოებრივ საწყისებზე. 1973 წლიდან მას აფინანსებდა მაშინდელი სახელმწიფოს ბიუჯეტი.

მუზეუმში წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების პირადი ნივთები - საბრძოლო ჯილდოები, ფოტო სურათები და სხვა რელიქვიები. საბჭოთა კავშირის პერიოდში მუზეუმში მოსწავლეებს ოქტომბრელთა, პიონერთა და კომკავშირელთა რიგებში იღებდნენ. წვევამდელები კი, ფიცს დებდნენ. მუზეუმში გადასცემდნენ პასპორტებსაც.

საარქივო ცნობების მიხედვით, მუზეუმის დაარსებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1968-1988 წლებში) მუზეუმი დაათვალიერა 1 მლნ 220 423 ვიზიტორმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები