ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა და დაღუპულთა სტატისტიკა შიდა ქართლიდან
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირის რიგებში შიდა ქართლიდან 31 403 კაცი გაიწვიეს, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა - 14 761 კაცი.

უფრო კონკრეტულად:

ქალაქ გორიდან და გორის რაიონიდან გაიწვიეს - 12 775 კაცი, დაიღუპა - 3500;
კასპის რაიონიდან გაიწვიეს 6428 კაცი, დაიღუპა - 3233;
ქარელის რაიონიდან გაიწვიეს 4 075 კაცი, დაიღუპა - 2896;
ხაშურის რაიონიდან გაიწვიეს - 8125; დაიღპა - 5 132.

საბჭოთა კავშირის გმირის ორდენები კი მიანიჭეს:

ს. გალუსტაშვილს (გორის რაიონიდან);
ი. ხმალაძეს, ს. ასლამაზიშვილს და გ. თვაურს (კასპის რაიონი);
ს. კოზანოვს (ქარელის რაიონი);
გ. სამხარაძეს, გ. პაპუაშვილს (ხაშურის რაიონიდან).

ქალაქ გორში დაიბადნენ მეორე მსოფლიო ომის გმირები ბ. ზუმბულიძე; ნ. იუფეროვი, ვ. ნანეიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები