ახალი ამბები
,,მთელი უკრაინა ბრძოლითა მაქვს გავლილი" - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ილია ალიბეგოვი



ვეტერანების საპატივსაცემოდ საბრძოლო დიდების მუზეუმთან ღონისძიება გაიმართა,სადაც ახალგაზრდებმა ქართული ცეკვები შეარულეს.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 9 ვეტერანია , თუმცა ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ ექვსმა მათგანმა შეძლო.

,,კავკასიის ფრონტზე ვიყავი. კავკასიის ყინულოვან მთებში. მერე კუბანში, მთელი უკრაინა ბრძოლითა მაქვს გავლილი"" - იხსენებს ვეტერანი ილია ალიბეგოვი.

ფაშიზმის წინააღმდეგ საკუთარ დამსახურებას იხსენებს იროდიონ ტაბატაძეც.

,,სამხედრო ღამის მფრინავი ვიყავი. ვბომბავდი გერმანიის ფაშისტურ ჯარებს და შენაერთებს. რა დავალებასაც მაძლევდა ხელმძღვანელობა პირნათლად და შეუფერხებლად ვასრულებდი, როგორც სტალინი ამბობდა ბოლოს გამარჯვება ჩვენი იქნებაო, ზოგს არ სჯეროდა"" - ამბობს ვეტერანი.

ომის ვეტერანებს ეს დღე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს.

,,ჩვენ ტრადიციულად ყოველთვის აღვნიშნავთ ამ დღეს ვეტერანებთან ერთად. დღეს ექვსი ვეტერანია მოსული,სულ ცხრაა დარჩენილი ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ, რომ მხნედ და ჯანმრთელად იყვნენ. ჩვენ მათ ყოველწლიურად ერთჯერადად სამასი ლარით ვეხმარებით. ასევე, ცხრა მაისთან დაკავშირებითაც სამას ლარს ვაძლევთ"" - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები