ახალი ამბები
,,მოსახლეობა თითო ლარს გვწირავს" - გაზეთი ,,სტალინელი" უფასოდ ვრცელდება
გორში, საზოგადოება სტალინელებისა და ,,უკვდავი პოლკის" წევრების ერთობლივ აქციაზე გაზეთი ,,სტალინელები" დაარიგეს. ერთ-ერთი მათგანი, ვინც საბჭოთა ბელადის სახელით გამოცემული პრესა გაავრცელა, თამაზ ზუბიაშვილია.

მისი თქმით, საბჭოთა დიქტატორის მადიდებელი გაზეთის დაბეჭდვის და გავრცელების ხარჯებს შემოწირულობებით იფარება:

,,რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი სპონსორები, მაგრამ ძირითადად მაინც შემოწირულობებით ვავრცელებთ გაზეთს. მაგალითად, მოსახლეობაში თითო ლარს ვაგროვებთ" - აცხადებს თამაზ ზუბიაშვილი.

გაზეთი ,,სტალინელის" რედაქცია დაბა სურამში, იერუსალიმის ქ. #28-ში მდებარეობს. დამფუძნებელი თენგიზ კანთელაშვილია, რედაქტორი რუსუდან თინიკაშვილი, ხოლო მოადგილე - მაყვალა შატაკიშვილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები