ახალი ამბები
პროტესტი გორში, სადაც ტოტალიტარულ სიმბოლოებს არ ცვლიან
9 მაისს გორში, საინიციატივო ჯგუფ ,,მაროს"" წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინ აქცია გამართეს.

,,მაროს"" წევრები მერისგან და საკრებულოსგან სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მოითხოვენ.

მათ აქცია სპეციალურად 9 მაისს დააამთხვიეს, როდესაც ქალაქი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვეტერანებთან ერთად აღნიშნავდა.

ამავე დღეს, გორში სტალინელებმა და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ,,უკვავი პოლკის" წევრებმა სტალინის ძეგლის აღდგენა მოითხოვეს. ,,მაროს" წევრები, სწორედ, სტალინელებისა და ,,უკვავი პოლკის" მოთხოვნების წინააღმდეგ გამოდიან.

აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია მსგავს აქციებს მიმართავს.

,,საზოგადოების ყურადღება გვინდა მივმართოთ იქითკენ, რომ გვაქვს კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულად ფაშისტური და ტოტალიტარული შინაარსის ძეგლების, ქუჩების სახელების შეცვლას. ამას ითხოვს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ არის მიღებული და ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ამ კანონის აღსრულებას ვითხოვთ"" - განაცხადა ნინო დალაქიშვილმა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრია.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები