ახალი ამბები
პოლონელმა ექსპერტმა გორში ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილებაზე ისაუბრა
გორის დემოკრატიის სკოლას პოლონეთის წარმომადგენელი რაფალ ნოვაკი ესტუმრა და დემოკრატიის სკოლის მსმენელებს შეხვდა.

რაფალ ნოვაკი საქართველო-პოლონეთის  პროექტის ,,ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით"" მრჩეველია.

მან ევროკავშირში გაწევრიანებამდე პოლონეთის გამოწვევებზე ისაუბრა და ასევე, იმ შედეგებზე რაც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღო. იმაზე თუ რა განსხვავებაა ქვეყნის ევროკავშირამდე და შემდგომ მდგომარეობას შორის.

მსმენელებს ასევე, ცენტრალურ და ადგილობრივ-მუნიციპალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

,,როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ წელს ჩვენ 15 წელი აღვნიშნეთ. ევროკავშირში გაწევრიანებიდან ძალიან მალე პოლონეთმა ასი პროცენტით გაზარდა საკუთარი ეკონომიკა და ჩემი საუბრის თემაც სწორედ ეს იყო, რომ ვთქვათ თუ რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ და რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია ამ გზაზე პოლონეთს. პოლონელებს განსაკუთრებით გვესმის საქართველოსი, თუნდაც იმიტომ რომ ასე ვთქვათ ერთი წარსული გვაქვს"" - განაცხადა რაფალ ნოვაკმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები