ახალი ამბები
ხაშურში ქარიის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახს დაეხმარნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში 31 მარტს მომხდარი სტიქიის, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებუილ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ 7 მაისის სხდომაზე მიიღო.

ფულადი დახმარება სულ სამ ოჯახს გაეწია, აქედან ერთ სოფელი გომის, ორი კი სოფელი ბეკამის მაცხოვრებელია.

საერთო ჯამში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 635 ლარი გამოიყო სამშენებლო მასალის შესაძენად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები