ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში 5 სოფელი დაისეტყვა
უხვი ნალექი და სეტყვა კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მანუჩარ მერებაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, შეტყობინება 5 სოფლიდან მიიღო, თუმცა ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

სეტყვა გორსა და მის მიმდებარე სოფელ ატენსა და ხიდისთავისკენ მცირე ხნით გაგრძელდა. გორის მერის წარმომადგენლის, ნათია მდინარაძის ცნობით, სეტყვას ზარალი არ გამოუწვევია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები