ახალი ამბები
გორი და მის გარშემო სოფლები დაისეტყვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ნაწილი დაისეტყვა. ამის შესახებ qartli.ge-ს ადგილობრივმა მკვიდრმა აცნობა.

მისი თქმით, სეტყვა რკინიგზის სიახლოვეს მდებარე უბნებში დაფიქსირდა. ,,ოხერას" უბანი კი გადარჩა.

ძლიერი წვიმა და სეტყვა  რამდენიმე წუთს გაგრძელდა დაისეტყვა გორში ე.წ სადგურის დასახლება.

სეტყვა გორში გუშინაც იყო და ხუთზე მეტი სოფელი დააზარალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები