ახალი ამბები
შავშვების სკოლაში ოსური ენის დღე აღინიშნება
მიმდინარე წლის 15 მაისს შავშვების საჯარო სკოლაში ატარებს ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას — ,,ვილაპარაკოთ ოსურად".

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან აცნობეს. სანაკოევის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიებას განათლების სამსახური გაუწევს ორგანიზებას.

,,აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ნიგოზას, შავშვებისა და წითელუბნის საჯარო სკოლებში არსებული ოსური ენის შემსწავლელი წრეების მოსწავლეები, რომლებიც წაიკითხავენ ზეპირად ლექსებს და ანდაზებს ოსურ ენაზე." - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

ნიგოზას საჯარო სკოლაში ოსური ენის სწავლება დიდი ხანია მიმდინარეობს. რეპორტაჟი ამ სოფლიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გასულ წელს მოამზადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები