ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც
ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და
ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი - ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის
მხარდაჭერით წარმოადგენს.
პროექტზე - "
“Rearmirrorview,
Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...“
..." ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი
ბიენალეზე გალერეა "სიმონ სუბალისა" და Pროჯეცტ Aრტბეატ-ის
ორგანიზატორობით წარდგა.
"
“Rearmirrorview,
Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...“
-ის სტრუქტურის ზედაპირზე პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების
მსგავსი სკულპტურული ობიექტები უსისტემოდაა განლაგებული, რომლებშიც
წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე. ამ ელემენტებით ადამიანის
სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს - წყალი მუდმივობას,
განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების
იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის - ასომთავრულის
პროტოტიპებია.
ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს
სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის
ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ
პალაცო
dell’Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს
უმასპინძლა.
წლევანდელი ბიენალე, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, საერთო
კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა – "გეცხოვროთ საინტერესო დროში" (May You
Live in Interesting Times).
ვენეციის ბიენალე 2019 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.
"“Rearmirrorview,
Simulation
სტატიის გამოყენების პირობები