ახალი ამბები
კულტურული ძეგლები შიდა ქართლში, რომლის რეაბილიტაციას ,,ქართუ" 2019 წელს განახორციელებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს სარეაბილიტაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხა გამოაქვეყნა.

სარესტავრაციო, საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფონდი "ქართუ"-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება.

ფონდი "ქართუ"-ს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა შიდა ქართლში.

- კასპის მუნიციპალიტეტის სოფ.ნიჩბისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
- ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვენათკოცას ეკლესიის "ყვავის საყდარა"-ს რეაბილიტაცია .
- ხაშურის მუნიციპელიტეტი, დაბა სურამის "ამაღლების" სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
- ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. საღოლაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
- ხაშურის მუნიციპალიტეტის, წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
- კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხაველის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
- კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
- ქარელის მუნიციპალიტეტის, არადეთის ციხის სამხრეთ -აღმოსავლეთი, ცენტრალური კოშკის და გალავნის კედლის რესტავრაცია.
- ქარელის მუნიციპალიტეტი , სოფელ რუისის კვირიკეწმინდას ეკლესიის რეაბილიტაცია.
- კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
- გორის მუნიციპალიტეტის, სოფ.მერეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
- გორის მუნიციპალიტეტის, სოფ.ტირძნისის "დედაღვთისას" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა შიდა ქართლში

- თრიალეთის პეტროგლიფების მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
- გორის მუნიციპალიტეტი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია.
- გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- გორის მუნიციპალიტეტი ატენის სიონის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- რკონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
- ნაბახტევის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. –
- ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები. –
- გორის მუნიციპალიტეტი, სოფ არბო, ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებული არქეოლოგიურად საკვლევ ობიექტზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნუსხა შიდა ქართლში

-გრაკლიანი.
-გუდაბერტყა.
-კენჭიყარა,
- ხოვლე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები