ახალი ამბები
ჩრდილების თეატრი უფლისციხეში წარმოდგენას გამართავს
ჩრდილების თეატრი უფლისციხის მუზეუმის უძველეს სივრცეში გამართავს წარმოდგენას.

ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. წარმოდგენა 18 მაისს გაიმართება.

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ხელის ჩრდილების თეატრი "ბუდრუგანა" შეიქმნა 1982 წელს, რეჟისორ გელა კანდელაკის მიერ. მისი მიზანი იყო საქართველოს ძნელად მისადგომ რეგიონებში ბავშვებისთვის სპექტაკლების ჩატარება.

2002 წელს თეატრმა მიიღო სახელწოდება "ბუდრუგანა-გაგრა", რადგან დასი დაკომპლექტდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებით.

2010 წელს თეატრს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი, ამ დროიდან მას იურიდიულად "აფხაზეთი" ეწოდება. ამავე წლიდან სპექტაკლები იდგმება შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე.

დღეს ჩრდილების თეატრის სპექტაკლების ნახვა შეუძლია ყველა ასაკისა და ეროვნების მაყურებელს. რეპერტუარში შედის სპექტაკლები და საკონცერტო ნომრები. თეატრი ხშირად მონაწილეობს მულტიმედიურ წარმოდგენებში და საერთაშორისო ფესტივალებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები