ახალი ამბები
გორში კიკბოქსინგის ღია პირველობაზე 6-მა გორელმა წარმატებით იასპარეზა
12 მაისს გორში ჩატარდა ქალაქის ღია პირველობა კიკბოქსინგში, რომელშიც გორის გარდა თბილისის, დუშეთის, კასპის და ახმეტის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გიმართა.

გაგაცნობთ შეჯიბრების გამარჯვებულებს:

2010-2011 წწ. - გოგა უჯირაული (30 კგ. ახმეტა), საბა ტერმაკოზაშვილი (35. გორი).

2008-2009 წწ - ნიკა მჭედლიშვილი (32. თბილისი), ალეკო იუნკურიძე (35. თბილისი), გიორგი მაყიშვილი (38,5.გორი).

2006-2007 წწ - ლექსო ნეკერაული (45. ახმეტა), კონსტანტინე ბურჯანაძე (48. თბილისი), ზმირ პირგასიმოვი (50. კასპი).

2004-2005 წწ -ლუკა თოფჩიშვილი (48 კგ. გორი), ზაქრო ხოზბერუაშვილი (52. ახმეტა), გიორგი ბუაჩიძე (54. თბილისი), ავთო ქორიძე (57. თბილისი), ნიკა აფციაური (60. დუშეთი).

2002-03 წწ. - როშა დონჩენკო (52. გორი), ბუხუტი ტატიაშვილი (60 გორი), ვახტანგ გვიმრაძე (63,5 კგ), დათო ბალამწარაშვილი (67), საბა ჭანტურიძე (71), ქრისტესია ბალიაშვილი (75).

2000-2001 წწ. და დიდები: გოგონები: დინა მამუკელაშვილი (ახმეტა). ვაჟები: გიორგი ბიბილური (70. გორი), ნიკა ხუდოიანი (77. თბილისი), ნიკა ბექაური (82. დუშეთი), ნიკა კულუმბეგაშვილი (87. თბილისი).
Print

სტატიის გამოყენების პირობები