ახალი ამბები
მყარი ნარჩენების შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
USAID-ის WMTR II პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების იმპლემენტაციას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ან ოპერირებენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი. იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა და დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ სხვა რეგიონებში, შეუძლიათ, წარადგინონ საგრანტო განაცხადი იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებენ წარმოდგენილი განაცხადით გათვალისწინებულ აქტივობებს (ამ აქტივობებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს) პროგრამის სამიზნე რეგიონებში. ამ შემთხვევაში, აპლიკანტმა, განაცხადში უნდა წარადგინოს ამის ნათელი დადასტურება.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვე-გრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 19-005.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისისა (18:00 სთ), ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე:

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, 0105 ბეთლემის ქუჩა #27; ელექტრონული ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print

სტატიის გამოყენების პირობები