ახალი ამბები
ოთო ნემსაძე ევროვიზიის ნახევარფინალში დღეს იმღერებს
თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება.

საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერით "სულ წინ იარე" მე-11 ნომრად წარდგება. ნახევარფინალური შოუ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა (სწორედ შვეიცარიაში, ჟენევაშია EBU - ს შტაბბინა) და მასში მხოლოდ 7-მა ქვეყანამ: შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა და იტალიამ - მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები