ახალი ამბები
ბათუმის ფორუმზე სურამელმა მენაზუქემ 300 ნაზუქი გაყიდა
ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სურამელმა მენაზუქემ, ადგილზე გამომცხვარი ყველა ნაზუქი გაყიდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შეხვედრის ორგანიზატორებმა განუცხადეს.

მათი თქმით, 10-12 მაისს, აჭარაში გამართულ ტურისტულ შეხვედრაზე ნაზუქებმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურეს. შიდა ქართლიდან წარდგენილ დელეგატებს შორის განსაკუთრებულ წარმატებას სწორედ სურამელმა ქალბატონმა და ფორუმზე წარდგენილმა მასტერკლასმა დაიმსახურა.

,,ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ფორუმზე ოთხი ადამიანი ვიმყოფებოდით. აქედან, ორი უშუალოდ ოფიციალური წარმომადგენელი, ხოლო ორი - მცირე მეწარმე. ფორუმზე მოვაწყეთ მცირე თონე, სადაც ჩვენი დელეგაციის წევრებმა ნაზუქის ცხობის ტექნოლოგია აჩვენეს. იქ სპეციალურად მოწყობილ თონეში გამომცხვარი 300-ზე მეტი ნაქუზი გაიყიდა" - აცხადებს ხაშურის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი.

ბათუმში საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის, ასევე სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიმართა. გამოფენა 10-12 მაისს მიმდინარეობდა. გორიდან აჭარაში 13 კაცი, ხაშურიდან 4, ქარელიდან 3, კასპიდან 8 წარმომადგენელი იმყოფებოდა.


იხ. ამავე თემაზე:
სურამის ნაქუზები


Print

სტატიის გამოყენების პირობები