ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე მძღოლს მანქანაში ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს
გორში, წმინდაწყალზე, შს სამმართველოს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს.

ცხინვალის გზატკეცილის 1-ელ კილომეტრზე ავტომანქანა  გააჩერეს და გაჩხრიკეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, ავტომანქანაში ჯერჯერობით დაუდგენელი სახეობის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. გამოძიება 273-ე მუხლის პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მუხლი 273​1. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები