ახალი ამბები
შავშვების სკოლაში ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს
შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება — ,,ვილაპარაკოთ ოსურად" მიმდინარეობს.

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვნელი დიმიტრი სანაკოევი და სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. იმყოფებიან ასევე განათლებისა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები.

,,აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ნიგოზას, შავშვებისა და წითელუბნის საჯარო სკოლებში არსებული ოსური ენის შემსწავლელი წრეების მოსწავლეები, რომლებიც წაიკითხავენ ზეპირად ლექსებს და ანდაზებს ოსურ ენაზე." - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

მაგალითად, ნიგოზას საჯარო სკოლაში ოსური ენის სწავლება დიდი ხანია მიმდინარეობს. რეპორტაჟი ამ სოფლიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გასულ წელს მოამზადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები